საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

15:30, 22.08.2026

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაასრულა.

ქართველი კალათბურთელებისთვის ისრაელთან შეხვედრა ბოლო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ.

ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს ორი მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაში ელის – 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად – პორტუგალიასთან.

მოსალოდნელია, რომ ისრაელის ეროვნულ გუნდთან საქართველოს სანდრო მამუკელაშვილი და კაპიტანი თორნიკე შენგელიაც დაეხმარებიან. მათ 19 აგვისტოს ლიბანთან დახურული ამხანაგური მატჩი გამოტოვეს. შეხვედრა 23 აგვისტოს, „თბილისი არენაზე“ 19:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მოახლოებული თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო – ისრაელი | 23 აგვისტო, 19:15 საათი

საქართველო – მონტენეგრო | 28 აგვისტო, 19:15 საათი

პორტუგალია – საქართველო | 31 აგვისტო, 22:00 საათი

მსგავსი