საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT
ევრობასკეტის წინ ფიბა-მ ტურნირზე მონაწილე გუნდების რეიტინგი განაახლა – საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-15 ადგილზეა.
წინა მაჩვენებელთან შედარებით, ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
„კარგი ამბავი? ისრაელის ნაკრებისგან მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეხვედრაში მხოლოდ 76 ქულა მიიღეს. ცუდი ამბავი? თავად მხოლოდ 66 ქულა მოიპოვეს.
გოგა ბითაძემ 10 ქულა და 8 მოხსნა 15 წუთზე ნაკლებ დროში მოაგროვა. უკეთესი ამბავი? თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ორივემ ორნიშნა მაჩვენებელი დააფიქსირა. შემდეგ ესტონეთთან ითამაშებენ – ასე რომ, მალე გავიგებთ, სწორად მოვიქეცით თუ არა, როცა საქართველო რეიტინგში ერთი ადგილით დავაწინაურეთ“, – წერია ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.
მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს რეიტინგში პირველ ადგილზე სერბეთის ნაკრებია, ხოლო ბოლო, 24-ე პოზიციას კვიპროსი იკავებს.