საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელს დაუპირისპირდება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელს დაუპირისპირდება

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ისევე, როგორც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები მეორეშიც ექვს მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქეები ისრაელის, ესტონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან, რომლებსაც ილიას ზუროსის გუნდი გასვლა – სახლის პრინციპით დაუპირისპირდება.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა დაპირისპირება თელავივში დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები ისრაელთან ჩატარებული მატჩის შემდეგ თბილისში დაბრუნდება და 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ილიას ზუროსის გუნდს ურთულესი ამოცანა აქვს. საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ექვსიდან, მინიმუმ ხუთი მატჩი უნდა მოიგოს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

გიორგი ცინცაძე (ალ შამალი, ყატარი), რატი ანდრონიკაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), დუდა სანაძე (თავისუფალი აგენტი), მეტ ჯენინგი (ბასკონია, ესპანეთი), მიხეილ ჭოჭუა (დინამო), მერაბ ბოქოლიშვილი (დინამო), ლევან ფაცაცია (ქუთაისი), მიხეილ ბერიშვილი (ალ შამალი, ყატარი), თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (ტიტები), გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი), გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი).

 

დატოვე კომენტარი