საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკას ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან კავშირი არ აქვს
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკას ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის გამოქვეყნებულ რუკას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ, საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ფოტომასალა, სადაც ასახულია რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფისს“, – წერს მარი ნარჩემაშვილი „ფეისბუქში“.

დატოვე კომენტარი