საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვიზიტის მიმდინარეობისას, დღის განმავლობაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

უწყების ცნობით, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს.