საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შესაძლოა, ჩილეს უმასპინძლოს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შესაძლოა, ჩილეს უმასპინძლოს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შესაძლოა, შემოდგომაზე ჩილეს ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატაროს.

ამის შესახებ მედიასთან ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე დავით მუჯირმა განაცხადა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამხანაგური მატჩის ორგანიზებაზე მუშაობს და არის შანსი, რომ სექტემბერში ჩილეს ეროვნულ ნაკრებს შეხვდეთ, მატჩი კი, საქართველოში გაიმართოს. აქვე განვმარტავ, რომ საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა და გულშემატკივრებს არ უნდა შევუქმნათ ილუზია, რომ საბოლოო შეთანხება არსებობს”, – ამბობს დავით მუჯირი.

ჩილეს ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-15 ადგილზეა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა.

დატოვე კომენტარი