საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიაში შეკრება დაიწყო

26 მაისს, ავსტრიაში, დაბა ბად-ჰერინგში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში არასრული შემადგენლობაა – პირველ დღეს 12 ფეხბურთელმა ივარჯიშა.

მეკარეები: როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი) , გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია),

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი)

ვლადიმირ ვაისმა უახლოეს ორ შეხვედრაში მალტასთან და ლუქსემბურგთან 27 ფეხბურთელი გამოიძახა. ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური და ბაჩანა არაბული კი, საკლუბო მატჩების გამო ნაკრებს, გუნდს მხოლოდ ლუქსემბურგთან დაეხმარებიან. ძირითადი ნაწილი კი ნაკრებს 27-28 მაისს შეუერთდება.

ვლადიმირ ვაისმა უახლოეს ორ შეხვედრაში მალტასთან და ლუქსემბურგთან 27 ფეხბურთელი გამოიძახა. ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური და ბაჩანა არაბული კი, საკლუბო მატჩების გამო ნაკრებს მხოლოდ ლუქსემბურგთან დაეხმარებიან. ძირითადი ნაწილი კი გუნდს 27-28 მაისს შეუერთდება.