საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვაში გოგლიჩიძისა და კიტეიშვილის გარეშე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვაში გოგლიჩიძისა და კიტეიშვილის გარეშე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის ნაკრებთან კაუნასში გამართავს.

ვილი სანიოლის გუნდი კვლავ დანაკლისით ითამაშებს – კაუნასში ნაკრებთან ერთად საბა გოგლიჩიძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ გაემგზავრნენ. ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. „უოტფორდის“ მცველმა ისრაელთან პირველი მატჩიც გამოტოვა, კიტეიშვილი კი 26 მარტს ისრაელთან დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ლიეტუვა-საქართველოს მატჩი კაუნასის სტადიონზე 29 მარტს გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.