საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს დანიას დაუპირისპირდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს დანიას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ევრო 2020“-ის შესარჩევ ეტაპზე ​ კოპენჰაგებისთელაი პარკენ არენაზე“ დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა დანიის ნაკრებთან შეხვედრამდე მედიასთან ისაუბრა. ვაისის თქმით, დანიამ საკვალიფიკაციო ეტაპი იდეალურად ვერ დაიწყო, მაგრამ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია.  როგორც ვაისი ამბობს, საქართველოს ნაკრებს მძიმე შეხვედრა ელის.

„მათ უმთავრესად ლეგიონერები ჰყავთ და მაღალი დონის შემსრულებლებით არიან დაკომპლექტებულები. სპორტულად თავხედობა შედარებით დაბალი დონის ნაკრებთან გავა, მაგრამ დანიასთან ჭკვიანური თამაშია საჭირო და ჩვენს შანსს უნდა დაველოდოთ. შესაძლოა, შემადგენლობაში საბა ლობჟანიძე იყოს, რადგან ის სწრაფი მოთამაშეა, ფლანგზე სისწრაფე კი დანიასთან ძალიან დაგვჭირდება“, – განაცხადა ვაისმა.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. დანია-საქართველოს შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.