საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები 28-29 მაისს თურქეთში იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები 28-29 მაისს თურქეთში იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები 2022 წლის სეზონს თურქეთის ქალაქ სარიგემეში გახსნის. მსოფლიო სერიის პირველი ეტაპი 28-29 მაისს გაიმართება, სადაც ჯემალ კილაძის გუნდი ექვსი სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო სერიის მეორე ეტაპს 18-19 ივნისს ესპანეთის ქალაქი სანხენხო უმასპინძლებს. მესამე ეტაპს – ნიცა (1-2 ივლისს), ხოლო მეოთხე ეტაპს საბერძნეთის ქალაქი კატერინი (9-10 ივლისს).

ფინალური შეჯიბრება 2021 წლის მსგავსად, წლეულსაც შავი ზღვის სანაპიროზე, რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში 3-4 სექტემბერს გაიმართება. გასული სეზონი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა.

ჩვენი ნაკრები ბათუმში გადის წინასაშეჯიბრო საწვრთნელ შეკრებას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე:

70 კგ – ლევან ქელეხსაშვილი

80 კგ – ნიკა კენჭაძე და ზურაბ ერბოწონაშვილი

90 კგ – დავით ხუციშვილი და დავით ფირუზაშვილი

+90 კგ – მამუკა კორძაია