საქართველოს ქალთა თასზე გუნდები დაწყვილდნენ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა თასზე გუნდები დაწყვილდნენ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ წარმართეს. მასში მონაწილეობას ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის 16 გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დიდგორი – ქარიშხალა

მართვე – ნორჩი დინამო

ივერია – ნიკე

დინამო სოხუმი – კვარტალი

ზარზმა – კოლხეთი ხობი

ლანჩხუთი – ბათუმი

რაჭა 2020 – ფენიქსი

ბახტრიონი – გორი იუნაიტედი

საქართველოს ქალთა თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები ივლისშია დაგეგმილი. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

დატოვე კომენტარი