საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ამხნაგურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდა და მეორედაც დაამარცხა – 1:0.

საქართველოს ნაკრებს დაწინაურება მე-8 წუთზე შეეძლო, როდესაც ანა ჩემინავას წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, მაგრამ თეონა ბაქრაძის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

მე-17 წუთზე ელენე ენჯიბაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ სტუმართა მეკარე გამოსვლაზე თამაშისას შეცდა, დამატებაზე კი თამარ ტატუაშვილმა გაიტანა და საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, 25 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 3:0 მოუგო.


საქართველო – ჩრდ. მაკედონია 1:0


გოლი: 1:0 თამარ ტატუაშვილი (17).

გამოუყენებელი პენალტი: თეონა ბაქარაძე (8).

საქართველო სვეტლანა გაბელაია, თამარ ტატუაშვილი, მარიამ კალანდაძე, ანა პავლიაშვილი (26. თინათინ ამბალია/86. ლიზი მწყერაშვილი), ნინო ჩხარტიშვილი, ნათია დანელია, ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (90+2. სალომე დიმოპულუ), ელენე ენჯიბაძე (46. სალომე გასვიანი), ანასტასია ბოლქვაძე, ნინო ბუხრიკიძე

სათადარიგო: ეკა თაბაგარი, სოფიკო ნარსია, ნათელა წოწერია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო პასიკაშვილი.