საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგისთვის მზადების ფარგლებში თბილისში შეკრებას ატარებს. ჩვენი გუნდი 2025 წელს უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც მალტის, კვიპროსის და ანდორას ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. პირველი ტურის შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი 21 თებერვალს საკუთარ მოედანზე, ანდორას წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეკრებაზე ასაკობრივი ნაკრების წევრებიც მიიწვია. საწვრთნელი პროცესი სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში მიმდინარეობს.
მიმდინარე შეკრებაზე 24 ფეხბურთელია გამოძახებული:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია, თათია გაბუნია, ნინო მეტრეველი, ეკა თაბაგარი.
მცველები: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნატა კვირკვაია, სალომე გასვიანი, ლოლიტა კალოიანი, ნინო ჩხარტიშვილი, ელენე ბოლქვაძე.
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ლიზი კანკია, კესო მეტონიძე, ნათია დანელია, ტატა მატვეევა, ანანო წიქარიძე, ელენე ჩიქოვანი, ლიზი მწყერაშვილი, თეონა ბაქრაძე, ნინი ბუხრიკიძე, ნათია ჯოჯუა, თინათინ ამბალია, ირინა ხაბურზანია.