საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესი ნაკრებია და მეორე ნომრად ვითამაშებთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესი ნაკრებია და მეორე ნომრად ვითამაშებთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა. 7 აპრილს, ქალთა ეროვნული ნაკრები გორში ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონს, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსან შვედეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

„ვეთამაშებით მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. ჩვენს ფეხბურთელებს გაცნობიერებული აქვთ პასუხისმგებლობა და ვეცდებით, მეტოქეს ღირსეული წინააღდეგობა გავუწიოთ“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

ჩხაიძე აცხადებს, რომ გუნდი დაცვიდან ითამაშებს.

„შვედეთი უძლიერესი ნაკრებია – ამიტომ ჩვენი ძალები რეალურად უნდა შევაფასოთ და ტაქტიკა ამის მიხედვით შევადგინოთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ისეთი დონის ინდივიდუალისტები, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს შემტევი სქემა დავუპირისპიროთ. ამიტომ მეორე ნომრად ვითამაშებთ“.

საქართველოს ნაკრები მატჩამდე ბოლო ვარჯიშს 6 აპრილს, შეხვედრის მასპინძელ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩი კი 7 აპრილს 20:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.