საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - მეტოქე კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - მეტოქე კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორასთან მატჩისთვის გუნდის მზადებასა და მოლოდინებზე.

„გრძელი და ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან საკლუბო სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ფეხბურთელები კი კარგ ფორმაში უნდა იყვნენ. ასე რომ, ახალი სეზონისთვის მზად ვართ.

წარმატებული საკვალიფიკაციო ეტაპი გვქონდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ვითამაშეთ, თუმცა ამჟამად ახალი ეტაპი იწყება და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ფეხბურთელები ერთა ლიგის დაწყებას მოუთმენლად ელიან.

ანდორის ნაკრები კარგი გუნდია, რომელიც ფეხბურთის სათამაშოდ და ქულების მოსაპოვებლად ჩამოვიდა. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და იმედი გვაქვს, გულშემატკივრები ისევე დაგვიჭერენ მხარს, როგორც წინა საკვალიფიკაციო ციკლში“, – განაცხადა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა.

საქართველო – ანდორას მატჩი 21 თებერვალს, „მიხეილ მესხი 2“-ზე, 19:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.