საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელები უეფა-ს კონფერენციას დაესწრნენ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელები უეფა-ს კონფერენციას დაესწრნენ #1TVSPORT

ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელების განვითარებას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში უეფა-ს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი და ფიზმომზადების მწვრთნელი აკაკი კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სემინარი მიზნად ისახავდა მონაწილეების ცოდნის გაღრმავებას ისეთი საკითხებში, როგირიცაა ტალანტის იდენტიფიცირება, მათი განვითარება, მონიტორინგი და მათთვის ინდივიდუალური პროგრამების შექმნა.

კონფერენცია პოლონეთში მიმდინარე უეფა-ს 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის პარალელურად ჩატარდა. სემინარის მონაწილეები საფრანგეთის და პოლონეთის ნაკრებებს შორის ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.