საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ნაბიჯ-ნაბით უნდა განვვითარდეთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ნაბიჯ-ნაბით უნდა განვვითარდეთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ახალ ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და თურქეთის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა. მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა მატჩი შეაფასა.

„თურქეთის ნაკრები ძლიერი და ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. თავიდან თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმი უკეთესი იყო. გვქონდა შანსები და სწორედ ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგან.

ვიცით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. მართალია, წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ.

სამ დღეში ლუქსემბურგთან გვაქვს რთული თამაში და ძალების აღდგენა უნდა მოვასწროთ. განსხვავებული შეხვედრა იქნება, მეტოქეს ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს და თავს თუ კარგად დავიცავთ, მოგების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი სურვილი ყოველთვის გამარჯვების მოპოვებაა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.