საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – იმედია, ერთა ლიგის ამ სეზონს მაქსიმალურად კარგი შედეგით დავასრულებთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – იმედია, ერთა ლიგის ამ სეზონს მაქსიმალურად კარგი შედეგით დავასრულებთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაზე, რომელშიც ჩვენი გუნდი გასვლაზე მალტასთან 2:1 დამარცხდა.

„მართალია, მალტასთან შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის შესრულებით ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. გოლის გატანა პირველ ტაიმშიც შეგვეძლო, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ და გოლები საკუთარ კარში მივიღეთ.

სულ ვიმეორებ, რომ მეტი უნდა ვიშრომოთ, რადგან მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეს პროცესის ნაწილია. მიმდინარე გათამაშების წარმატებით დასრულება რთული იქნება. თუმცა წინ უნდა ვიყუროთ და მომავალზე ვიფიქროთ.

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან ჩამოსული გულშემატკივრები გვამხნევებდნენ. ეს მოტივაციას გვმატებს. მომდევნო მატჩი ანდორაში გვაქვს, გათამაშებას კი კვიპროსთან საშინაო შეხვედრით დავასრულებთ. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრაში 6 ქულას მოვიპოვებთ და ერთა ლიგის ამ სეზონს მაქსიმალურად კარგი შედეგით დავასრულებთ“, – განაცხადა ირის ანტმანმა.

ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშების ფარგლებში საქართველოს ქალთა ნაკრებს ორი მატჩი აქვს დარჩენილი – 30 მაისს ჩვენი გუნდი ანდორას ესტუმრება, ხოლო 3 ივნისს კვიპროსს უმასპინძლებს.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ანდორამ კვიპროსს 2:1 სძლია.