საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ჩვენი მიზანია, ერთი დიდი ოჯახი ვიყოთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ჩვენი მიზანია, ერთი დიდი ოჯახი ვიყოთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ერთა ლიგის C დივიზიონში თურქეთთან პირველ მატჩამდე გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

„ვცდილობთ, ერთი დიდი ოჯახი ვიყოთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ბრძოლისუნარიანი გუნდი. ამას თუ გავაკეთებთ, კარგ შედეგს მივიღებთ. თურქეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია. ძალიან კარგი გუნდია, ჰყავს უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებიც, თუმცა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, თავდაჯერებულები უნდა გავიდეთ მოედანზე და ამ ლიგაში ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.

თურქეთთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგში მივემგზავრებით. მეტოქე ამ შემთხვევაშიც ჩვენზე ძლიერია, თუმცა ქულები უნდა მოვიპოვოთ. მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ჩვენთვის მხოლოდ შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. უნდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში საქართველოსთვის ითამაშებს“, – ამბობს ირის ანტმანი.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები თურქეთთან ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ მატჩს 22 სექტემბერს, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია Livestream.com-ის არხზე, GFFTV-ზე შემოგთავაზებთ. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

მატჩების განრიგი:

22 სექტემბერი

საქართველო – თურქეთი

26 სექტემბერი

ლუქსემბურგი – საქართველო