საქართველოს ქალთა ნაკრები სომხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები სომხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩებს 13 და 16 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთის ნაკრებთან გამართავს.

ამხანაგური შეხვედრები ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ახალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

სომხეთთან მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა 6 ივლისიდან თბილისში დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), თეონა სუხაშვილი („სანედი“, იონიშკისი, ლიეტუვა).

მცველები: თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, ეტლინგენი, გერმანია) ანა ჯოჯუა („კვარტალი“, თბილისი), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), ნინო გუჯაბიძე („ლანჩხუთი“), გვანცა ქადაგიშვილი („დინამო“, სოხუმი).

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“, თბილისი), ნათია დანელია („კვარტალი“, თბილისი), მარიამ ცისკარიშვილი („კვარტალი“, თბილისი), ანა წულაია („ლანჩხუთი“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), თეონა ბაქრაძე („ლანჩხუთი“), ელენე ჩიქოვანი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიეტუვა), მაიკო ბებია („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), მარიამ ჯანიკაშვილი („კვარტალი“, თბილისი), ხატია ჭყონია („ბათუმი“), ნათელა წოწერია („სანედი“, იონიშკისი, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე („დინამო“, სოხუმი).

13 ივლისი, 20:00. მიხეილ მესხი 2

საქართველო-სომხეთი

16 ივლისი, 20:00, მიხეილ მესხი

საქართველო-სომხეთი