საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მე-7 ტურის შეხვედრა გორში გამართა – ჩვენი გუნდი ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მოედანი ისევ უქულოდ და უგოლოდ დატოვა.

გიორგი ჩხაიძის გუნდი ირლანდიელებთან პირველ შეხვედრაში დუბლინში 0:11 დამარცხდა და სამწუხაროდ, წინააღმდეგობა ვერც ამჯერად გაუწია. პირველ ტაიმში ირლანდიელებმა 4 გოლი გაიტანეს და ტემპი არც მეორე ნახევარში შეაჩერეს. მეტოქე გუნდიდან თავი გუნდის კაპიტანმა, ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა კეიტ მაკეიბიმ ჰეთ-თრიქით გამოიჩინა, ლუსი ქუინმა კი დუბლი შეასრულა.

მეტოქესთან ერთად ჩვენი გუნდი არც მსაჯმა დაინდო, რომელმაც მე-12 წუთზე საქართველოს ნაკრების კარში წესების უხეში დარღვევით გატანილი გოლი ჩათვალა. კუთხურის გათამაშების შემდეგ ნივ ფაჰის აშკარად ხელით გატანილი გოლი ჩათვალა. ცხადია, ირლანდიას ეს დახმარება ისედაც არ სჭირდებოდა და საბოლოოდ, სტუმრებმა 0:9 გაიმარჯვეს.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო და დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე გამართავს.


საქართველო – ირლანდია 0:9


გოლები: 0:1 მაკეიბი (6), 0:2 ფაჰი (12), 0:3 კონოლი (19), 0:4 მაკეიბი (45+1), 0:5 ქუინი (49). 0:6 ქუინი (73). 0:7 მაკეიბი (75). 0:8 ლარკინი (82). 0:9 ოსალივანი (90+3)

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ქველიძე, კალანდაძე, პასიკაშვილი, ნ. დანელია, ბაქრაძე (46. ხაბურძანია (89. ალელიშვილი)), ჩემინავა, მ. დანელია (62. გუჯაბიძე), ჭიჭინაძე (83. გოცირიძე), ჭყონია