საქართველოს ქალთა ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს - გუნდი თურქეთთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს - გუნდი თურქეთთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი გათამაშების სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. 22 სექტემბერს ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს, 12:00 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გუნდის ღია ვარჯიში გაიმართება. მედიის წარმომადგენლები ვარჯიშზე 15 წუთით დაიშვებიან.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მეორე შეხვედრას 26 სექტემბერს ლუქსემბურგთან სტუმრად გამართავს.

მეკარე: თეონა სუხაშვილი, ეკა თაბაგარი (ორივე – „ლანჩხუთი“), სვეტალნა გაბელაია („კოლხეთი“, ხობი).

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ყველა – „ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი („ტრაბზონსპორი“, თურქეთი), სალომე გასვიანი („კვარტალი“, თბილისი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ჯანიკაშვილი, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ნინო ბუხრიკიძე (ყველა – „სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – „ტრაბზონსპორი“, თურქეთი), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (ორივე – „კვარტალი“, თბილისი), თინათინ ამბალია, ანა წულაია (ორივე – „ლანჩხუთი“), თეონა თოდაძე („კოლხეთი“, ხობი), ხატია ჭყონია („ბათუმი“).

მატჩების განრიგი:

22 სექტემბერი

საქართველო – თურქეთი

26 სექტემბერი

ლუქსემბურგი – საქართველო