საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT

ირის ანტმანმა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შეკრიბა და სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს 13 და 16 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრები, 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში ემზადება. ტრავმის გამო გუნდს ანა წულაია გამოაკლდა.

სომხეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრები ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ახალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

12 ივლისს, 19:00 საათზე ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში საქართველოს ქალთა ნაკრების ვარჯიში გაიმართება.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეონა სუხაშვილი (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა)

დაცვა: თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია) ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (დინამო, სოხუმი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ელენე ჩიქოვანი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მარიამ ჯანიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ხატია ჭყონია (ბათუმი), ნათელა წოწერია (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი)

13 ივლისი, 19:00, მიხეილ მესხი 2

საქართველო – სომხეთი

16 ივლისი, 19:00, მიხეილ მესხი

საქართველო – სომხეთი