საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში მოლდოვას შეხვდა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 0:1 დამარცხდა.
კიშინეუში ჩატარებული შეხვედრაში ირის ანტმანის გუნდს ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. ერთადერთი ბურთი 67-ე წუთზე ნადეჟდა კოლესნიჩენკომ გაიტანა.
მოლდოვისა და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური დაპირისპირებაც კიშინეუში გაიმართება. შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.