საქართველოს ქალთა ლიგა - ლიდერებმა მეორე წრეც მოიგებით დაიწყეს
საქართველოს ქალთა ლიგა - ლიდერებმა მეორე წრეც მოიგებით დაიწყეს

ქალთა ლიგაში მეორე წრე დაიწყო და ლიდერებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

„ლანჩხუთმა“ „გორი იუნაიტედი“ კვლავ 7:1 დაამარცხა. გურულებიდან სამი გოლი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თამრიკო სალუქვაძემ გაიტანა და 17 გოლით, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ნინო სუთიძესთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ამ ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაიმართა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკე“გათამაშების დებიუტანტი, „ზარზმა“ იოლად დაამარცხა 8:1 და ქალთა ლიგის გათამაშებას დანაკარგის გარეშე, ქულების მაქსიმალური რაოდენობით (30 ქულა) ლიდერობს.

სატურნირო ცხრილში 27 საფეხურით მეორე ადგილზე „ლანჩხუთი“, მესამე კი, 21 ქულით, ქუთაისის „მართვეა“.

ქალთა ლიგა, 2 წრე, 10 ტური

ქსკ ლანჩხუთი – ქსკ გორი იუნაიტედი 7:1

ქსკ დინამო ბათუმი- ქსკ სამეგრელო 5:1

ქსკ მართვე – ქსკ ივერია 5:1

ქსკ ნორჩი დინამო – ქსკ კოლხეთი 4:1

ქსკ ნიკე – ქსკ ზარზმა 8:1