საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის განცხადება 
საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის განცხადება 

საქართველოს ქალტა ფეხბურთის ფედერაციამ, ლანჩხუთის ქალთა გუნდის პრეტენზიებს გამოეხმაურა და საგანგებო განცხადება გაავრცელა:

„ 2018 წლის 2 ოქტომბერს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა საგანგებო განცხადება ქალთა 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგებთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ისინი არ ეთანხმებიან ქალთა ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.

გვსურს, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნოთ, რომ განცხადებაში მოყვანილი ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს. ამას ისიც ადასტურებს, რომ ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ხელმძღვანელთა მხრიდან არ დაფიქსირებულა არცერთი ოფიციალური განაცხადი ჩემპიონატის მიმდინარეობისას არსებული დარღვევების შესახებ.

პირველობის დასრულების შემდეგ კი მათ ზოგადად, ჩემპიონატის ოქმები მოითხოვეს, რომელიც მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე შეიძლება გაიცეს. მოვითხოვთ, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მესვეურებმა განცხადებაში აღნიშნული ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ და იმოქმედონ კანონის შესაბამისად – მიმართოს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ქალთა ფეხბურთის ასოციაცია იტოვებს უფლებას იმოქმედოს ფედერაციის წესდებისა და სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად.

უსაფუძვლო ბრალდებებისა და შეურაცხყოფის სანაცვლოდ, უმჯობესია ქსკ. ლანჩხუთმა, მიულოცოს ქვეყნის ჩემპიონს ტიტული და ნუ ცდილობს დააკნინოს გამარჯვებულის როლი ან ეჭვქვეშ დააყენოს ჩემპიონატის ჩატარების სამართლიანობა.

საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაცია