საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი კვიპროსში გამართა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში კვიპროსს ესტუმრა და დასანანი მარცხი იწვნია – 1:2.
ლარნაკას „აეკ არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ: პირველივე წუთზე ანგარიში ვიოლარმა გახსნა, რომელმაც 28-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
44-ე წუთზე ტატა მატვეევას გადაცემის შემდეგ მასპინძელთა კარი ნათია დანელიამ აიღო და საქართველოს ნაკრებს თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, კარგი შანსი ჰქონდა თეონა ბაქრაძეს, მაგრამ გატანა ვერ შეძლო.
საბოლოოდ, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით მეორე ადგილზე დარჩა, კვიპროსი კი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.
ქართველი ფეხბხურთელები შემდეგ მატჩს 4 აპრილს შინ მალტასთან გამართავენ.
კვიპროსი – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ვიოლარი (1), 2:0 ვიოლარი (28). 2:1 დანელია (43).
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, ჩხარტიშვილი, გასვიანი, კალანდაძე, დანელია, მატვეევა, ამბალია (55. ხაბურზანია), ბებია (64, წიქარიძე), ბაქრაძე, ბუხრიკიძე
სათადარიგო: თაბაგარი, გაბელაია, აკობიძე, ნარსია, ქველიძე, ბოლქვაძე, კანკია, პასიკაშვილი, მწყერაშვილი, მეტონიძე