საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უეფა-ს სამწვრთნელო კურსებს ესწრებიან #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისთვის უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.
კურსი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, რომ სამწვრთნელო განათლება საფეხბურთო კარიერის მიმდინარეობისას მიიღონ და შესაბამის ლიცენზიას დაეუფლონ, რათა კარიერის შემდგომ პროფესიული საქმიანობა უწყვეტად განაგრძონ.
სპეციალური კურსზე 23 ფეხბურთელი ირიცხება. პირველი მოდული სანაკრებო შეკრების მიმდინარეობისას ტარდება – ჩვენი გუნდი მალტასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უეფა-ს B ლიცენზიას მიიღებენ.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 2024 წელს ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი გაიმართა.