საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე მატჩს ლიეტუვაში გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე მატჩს ლიეტუვაში გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგაზე 27 ოქტომბერს ვილნიუსში ​ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Livestream.com-ი და ეროვნული ნაკრების ვებგვერდი შემოგთავაზებთ. მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თეონა სუხაშვილი („სანედი“, ლიეტუვა), სვეტალნა გაბელაია („კოლხეთი“ ხობი), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“).

დაცვა: მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – „ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“, თბილისი), თამარ ტატუაშვილი („ტრაბზონსპორი“, თურქეთი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: თინათინ ამბალია, ანასტასია ბოლქვაძე, ლელა ჭიჭინაძე (სამივე – „ლანჩხუთი“), თეონა ბაქრაძე, ანა ჩემინავა (ორივე – „ტრაბზონსპორი“, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (ორივე – „სამეგრელო“), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (ორივე – „კვარტალი“, თბილისი), თეონა თოდაძე („კოლხეთი“ ხობი), ხატია ჭყონია („ბათუმი“), ტატიანა მატვეევა („ქარაგიუმრუქუ“, თურქეთი).