საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების წევრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები გუნდის წარმომადგენლებს 3:1 მოუგეს და შესარჩევი ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპის მატჩების შემდეგ საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებები გამოეთიშნენ.

30 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები აზერბაიჯანის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

1/4 ფინალური წყვილები:

საქართველო – აზერბაიჯანი

უკრაინა – სომხეთი

ინდოეთი – ყაზახეთი

ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები – რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გუნდი.