საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია #1TVSPORT
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია #1TVSPORT

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ბოლოს წინა ტურში გაინაღდა. მერვე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით 3,5:0,5 საბერძნეთის ნაკრების წევრები გაანადგურეს, დასკვნით მეცხრე ტურში კი ფრანგებს 2,5:1,5 სძლიეს.

 

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდის შემადგენლობა

1. ნანა ძაგნიძე (2524)

2. ლელა ჯავახიშვილი (2446)

3. მერი არაბიძე (2441)

4. სალომე მელია (2371)

5. სოფიო გვეტაძე (2302)

 

კაპიტანი – დავით ჯოჯუა; მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა.