საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში საბერძნეთს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
ირის ანტმანის გუნდმა სტადიონ „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ დაპირისპირებაში ჯგუფის ლიდერთან თამამად ითამაშა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
ამ მატჩით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი დაასრულა (4 შეხვედრაში 0 ქულა). ჯგუფში პირველ ადგილზე საბერძნეთი (12 ქულა) გავიდა, მეორე ადგილი კი ფარერის კუნძულების ნაკრებმა (6 ქულა) დაიკავა.