საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 1:0 გაიმარჯვა.
კიშინეუში ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და ირის ანტმანის გუნდმა რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა. მიუხედავად ამისა, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ამჯერად „ჯვაროსნებმა“ თამაში ბევრად უკეთ ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გავიდა. ნათია დანელიამ საჯარიმოს სიახლოვიდან საჯარიმო დარტყმა ეფექტურად შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.