საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 24 და 27 ოქტომბერს ირის ანტმანის მიერ გაწვრთნილი გუნდი მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

პირველი მატჩი 19:00 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო მეორე მატჩს, რომელიც 18:00-ზე დაიწყება, მიხეილ მესხი 2 უმასპინძლებს.

ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება, 24 ფეხბურთელით, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე დაიწყო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა სუხაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეკა თაბაგარი (ელიტა, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)