საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მუნდიალის შესარჩევ მატჩში ფარერების ნაკრებს შეხვდა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების გუნდს ესტუმრა და მატჩის ბოლოს გაშვებული ბურთით 0:1 დამარცხდა.
ტორსჰავნში გამართული დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 90-ე წუთზე მასპინძელთა გუნდმა შედეგიანი შეტევა განახორციელა და ანა ბრენდსტრუპმა ფარერებს გამარჯვება მოუტანა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს ჯერ ქულა არ აქვს. გუნდი შემდეგ შეხვედრებს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართელოში გამართავს – 5 ივნისს ფარერის კუნძულებს უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს – საბერძნეთს.