საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისში შეკრიბა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო.
ეროვნული გუნდი შეხვედრისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ავაზას“ მოედანზე ემზადება. „ჯვაროსნები“ 18 აპრილს ტორსჰავნში ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ნაკრები 15 აპრილამდე თბილისში მოემზადება, 16 აპრილს კი გუნდი ფარერის კუნძულებზე გაემგზავრება. მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. მათ შორის ერთი დებიუტანტია – „ნიკე-ლუსოს“ თავდამსხმელი თეკლა ბერიძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი)
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანანო მიქაბერიძე (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)