საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ფარერის კუნძულებს შეხვდება - რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ფარერის კუნძულებს შეხვდება - რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების წინააღმდეგ 5 ივნისს თბილისში ითამაშებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 17:30 საათიდან პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა.

„ფარერის კუნძულების ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მათ ჩვენი მსგავსი სათამაშო სტილი აქვთ. სამწუხაროდ, წინა შეხვედრა ბოლო წუთებზე დავთმეთ, თუმცა გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა. ამჯერად შინ ვთამაშობთ და ეს სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოედანზე თავიანთ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენენ, უფრო მეტ საგოლე მომენტს შექმნიან და ამ მატჩს მოვიგებთ“, – განაცხადა ირის ანტმანმა.

ირის ანტმანის გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უმასპინძლებს.