საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულებზე იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 18 აპრილს გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა ტორსჰავნში, მატჩის მასპინძელ სტადიონზე, ტორსვოლურზე ივარჯიშა. ფარერის კუნძულებისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების შეხვედრა 18 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია, ეკა თაბაგარი (ორივე — „ლანჩხუთი“), თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო“, თბილისი)

დაცვა: თამარ ტატუაშვილი („მაკაბი ხოლონი“, ისრაელი), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი“, საბერძნეთი), სალომე გასვიანი, გვანცა ქადაგიშვილი (ორივე — „ნიკე-ლუსო“, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი, ლიზი მწყერაშვილი (ორივე — „ლანჩხუთი“), ნათელა წოწერია, მარიამ კაპანაძე (ორივე — „ბათუმი“)

ნახევარდაცვა/შეტევა: ელენე ენჯიბაძე, ანა პავლიაშვილი, კესო მეტონიძე, ირინა ხაბურზანია, თეკლა ბერიძე (ყველა — „ნიკე-ლუსო“, თბილისი), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე (სამივე — „ლანჩხუთი“), ანანო მიქაბერიძე („კვარტალი“, თბილისი), თინათინ ამბალია („სპარტა პრაღა“, ჩეხეთი), მაიკო ბებია („იუქსეკოვასპორი“, თურქეთი), ანა ჩემინავა („ჰაპოელ თელ-ავივი“, ისრაელი)