საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშებისთვის ემზადება. ირის ანტმანის მიერ გაწვრთნილი გუნდი 21 თებერვალს ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ანდორას უმასპინძლებს, „მიხეილ მესხი 2“-ზე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ, ხოლო 25 თებერვალს გუნდი კვიპროსს ესტუმრება.
2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში ანდორის, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება. ჯგუფების გამარჯვებულები B ლიგის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში B ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), ეკა თაბაგარი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია („ნიკე-ლუსო“, თბილისი).
მცველები: გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფო ნარსია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“).
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“, თბილისი), ნათია დანელია („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ტატიანა მატვეევა („ლანჩხუთი“), ანი აკობიძე („ლანჩხუთი“), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი“), კესო მეტონიძე („რაჭა“, ამბროლაური), მაიკო ბებია („იუქსექოვასპორი“, თურქეთი), ლიზი კანკია („კვარტალი“, თბილისი), თინათინ ამბალია („კვარტალი“, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი).