საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის პირველი ლიგის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის მეორე ლიგის ბოლო მატჩში ნორვეგია დაამარცხა და პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.
ნორვეგიის ნაკრებთან პირველ შეხვედრაში ზოზია ქარდავამ მატილდა ბურილოს ორ სეტში, 6:1, 6:2 მოუგო. მეორე მატჩში ზოზია ქარდავასა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა მალენ ჰელგოსა და ასტრიდ ვანია ბრუნ ოლსენის დუეტს 2:6, 6:4, 11:9 აჯობა. მარიამ ბოლქვაძისა და ოლსენის დაპირისპირებაში კი გამარჯვება ნორვეგიელს ჩაეწერა და საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებისთვის მეორე ლიგაში ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო. ქართველმა ჩოგბურთელებმა მანამდე ესტონეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კვიპროსი და ბულგარეთი დაამარცხეს.