საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის პირველი ჯგუფის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის პირველი ჯგუფის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ლარნაკაში მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის პირველი ჯგუფის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის ჯგუფურ ეტაპზე ესტონეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კვიპროსსა და ბულგარეთს სძლია.

დღეს ბულგარეთთან დაპირისპირებაში ეკატერინე გორგოძემ ორ სეტში, 6:1, 6:1 მოუგო დენისლავა გლუშკოვას, ხოლო მარიამ ბოლქვაძემ ლია კარატანჩევა სამ სეტში, 5:7, 7:6 (9:7), 6:2 დაამარცხა. ამის შემდეგ კი წყვილთა თანრიგის შეხვედრამ მნიშვნელობა დაკარგა.

პირველ ჯგუფში გადასასვლელად პლეი ოფში მაკა ჩახნაშვილის კაპიტნობით საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები 12 აპრილს ნორვეგიას შეხვდება.