საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება, გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში 2018 წლის პირველი დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება, ზაალ გოგსაძე უნგრეთში მუშაობას 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შეუდგება, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყებს, კონსტანტინე სურგულაძე იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაერო-ს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის პირველი დეკემბრიდან შეუდგება, ირაკლი კოპლატაძე სლოვენიის რესპუბლიკაში მუშაობას 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყებს, არჩილ კალანდია კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.

გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.