მამუკა ბახტაძე - ფინალში „ლივერპულის“ გამარჯვებისკენ ვიხრები
მამუკა ბახტაძე - ფინალში „ლივერპულის“ გამარჯვებისკენ ვიხრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ამსტერდამის „აიაქსი“ მოეწონა, დღეს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი „ლივერპულის“ გამარჯვებას ვარაუდობს.

ეს ბახტაძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, ჩემპიონთა ლიგისთვის თვალი მედევნებინა. თუმცა, ამსტერდამის „აიაქსს“ ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა და მის მიმართ სიმპათიები მქონდა. ვნახოთ, კარგი თამაში უნდა იყოს. ჩემი პროგნოზი უფრო „ლივერპულის“ გამარჯვებისკენ იხრება“, – ამბობს მამუკა ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23:00 საათზე, მადრიდის სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ინგლისური გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს – „ტოტენჰემი“ მთავარ პრიზს „ლივერპულს“ შეეცილება.