საქართველოს პოზიცია ფიფა-ს რეიტინგში არ შეცვლილა
საქართველოს პოზიცია ფიფა-ს რეიტინგში არ შეცვლილა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს ერთი თვის წინანდელი პოზიცია უკავია – ისევ 94-ე ადგილზეა 1255 ქულით.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის ორი მატჩი ჩაატარა: 3:0 მოუგო გიბრალტარს და 1:5 დამარცხდა დანიასთან.

რეიტინგის ტოპ-ათეულში იმყოფებიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები შესარჩევ ციკლში – შვეიცარია მეცხრე ადგილზეა, დანია – მეათეზე:

1(1). ბელგია – 1746

2(2). საფრანგეთი – 1718

3(3). ბრაზილია – 1681

4(4). ინგლისი – 1652

5(7). პორტუგალია – 1631

6(5). ხორვატია – 1625

7(9). ესპანეთი – 1617

8(6). ურუგვაი – 1615

9(8). შვეიცარია – 1605

10(10). დანია – 1589