საქართველოს პირველი მედალი

ლაშა ჩადუნელი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამართულ პირველ რეპეშაჟის ფინალში მან აზერბაიჯანელი ორუჯ ვალიზადე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონით კატეგორიაში  მეორე ბრინჯაოსთვის თემურ ნოზაძე იბრძოლებს, რომლის მეტოქე რუსი ალბერტ მონგუში იქნება.