საქართველოს პირველი არხის ექსკლუზივი | გიორგი ქვილითაია - ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, „დილას“ შეუძლია სიურპრიზი შემოგვთავაზოს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის ექსკლუზივი | გიორგი ქვილითაია - ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, „დილას“ შეუძლია სიურპრიზი შემოგვთავაზოს #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა კვიპროსული აპოელ-ის ქართველ ვიცე-კაპიტანს, გიორგი ქვილითაიას, რომელმაც არ დამალა, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ თამაში ყველაზე მეტად არ სურდა.

„განსხვავებული და უცნაური შეგრძნება მაქვს. რაც მახსოვს, ქართული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგური თამაშიც კი არ ჩამიტარებია. რა თქმა უნდა, საქართველოს წარმომადგენელთან თამაში არ მსურდა, მაგრამ ასეთი პროფესია გვაქვს და აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ აპოელ-ის წარმატებაში წვლილი შევიტანო. ზოგადად, ბუნებრივია, წარმატებას ვუსურვებ გორის „დილას“, რომელიც ძალიან სიმპათიური გუნდია. ჩვენს შორის კი უძლიერესმა გაიმარჯვოს.

უპირველესად თვალშისაცემია, რომ ქართული გუნდებისგან განსხვავებით, „დილაში“ გუნდურობა და დისციპლინა უმაღლეს დონეზეა. ამის ხარჯზე კონფერენს ლიგიდან უკვე ორი ძალიან ძლიერი გუნდი გამოაგდო, ეს აუცილებლად დასაფასებელია. ასე რომ, ამ გუნდს შეუძლია, სიურპრიზი შემოგვთავაზოს და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქვილითაია.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა „დილასა“ და აპოელ-ს შორის „დინამო არენაზე“ 10 აგვისტოს გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩის ბილეთები TKT.GE-ზე და „დინამო არენის“ სალაროებში იყიდება, მისი ფასი ხუთი ლარია.

პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში „დილას“ მეტოქე „გენტისა“ (ბელგია) და „პოგონის“ (პოლონეთი) წყვილში გამარჯვებული იქნება. მატჩები 24 და 31 აგვისტოს გაიმართება.