საქართველოს პირველი არხისა და ს.კ. „საბურთალოს“ ერთობლივი განცხადება
საქართველოს პირველი არხისა და ს.კ. „საბურთალოს“ ერთობლივი განცხადება

10 ივლისს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ „შერიფის“ წინააღმდეგ მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს. ვინაიდან მატჩისადმი ინტერესი დიდია, საჭიროდ ჩავთვალეთ, გაგვეკეთებინა განმარტება.

ზოგადად, კლუბებისთვის საერთაშორისო მატჩების ტრანსლირება შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა რა გულშემატკივრების ინტერესი, კლუბმა „საბურთალომ“ პირდაპირი რეპორტაჟის ექსკლუზიური უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს უსასყიდლოდ გადასცა, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოლაპარაკება ეწარმოებინა მოლდოვურ მხარესთან და გასვლითი მატჩი პირდაპირ ეთერში ეჩვენებინა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებდა მოლაპარაკებას ტირასპოლის ტელევიზიასთან, რომელიც მზად იყო, გაეცვალა რეპორტაჟები ქართულ მხარესთან, რათა ქართველ და მოლდოველ გულშემატკივარს მატჩების პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება მისცემოდათ, თუმცა მოლდოვაში დაგეგმილ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვურმა მხარემ სატელევიზიო რეპორტაჟების სიგნალების გაცვლაზე უარი თქვა.

რაც შეეხება კლუბ „საბურთალოსა“ და „შერიფის“ განმეორებით მატჩს, რომელიც საქართველოში 16 ივლისს ჩატარდება. ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.