საქართველოს პირველ არხზე ევრობასკეტ 2021-ის ოფიციალურ ლოგოს პრეზენტაცია შედგა

საქართველოს პირველ არხზე 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოს პრეზენტაცია შედგა.  როგორც იცით, მომდევნო ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, გერმანიაში, იტალიასა და საქართველოში გაიმართება, რისთვისაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია საგანგებოდ ემზადება.

„2021 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ევროპასა და მსოფლიოში. ევროპული კალათბურთი ექცევა მსოფლიო ყურადღების ცენტრში და გლობალურ მასშტაბს იძენს.

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) ოფიციალურად წარმოადგინა ევრობასკეტ 2021-ის ლოგო, რომლის ინსპირაციაა WI-FI-ის სიმბოლო.

ლოგოზე გამოსახულ ნიშნებს აქვს შესაბამისი მნიშვნელობა და დატვირთვა. ინტერნეტის ეპოქაში ეს სიმბოლოები ყველასათვის კარგად ნაცნობია. მაგალითად: ჰეშთეგი, სიხშირის გადაცემის სიმბოლო, მედია გაშუქების სიმბოლო და სხვა, რომლებიც გლობალური კავშირის გამომხატველია.

გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან კალათბურთის გარშემო ყველანაირი საზღვრების გარეშე. ეს გაერთიანება დრამატული, ემოციებით, მღელვარებითა და მოლოდინით სავსეა, რაც მსოფლიო კალათბურთის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ევროპული კალათბურთი ძლიერ და მჭიდრო კავშირს ამყარებს გულშემატკივრებში“, – ნათქვამია ლოგოს აღწერაში.