საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა
საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა

საქართველოს პასპორტი 2019 წლის გლობალური ინდექსის რეიტინგში 49-ე ადგილზე მოხვდა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ჰენლი ენდ პარტნერსი” რეიტინგს იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია ამა თუ იმ პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.

2019 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს პასპორტით 114 ქვეყნაში არის შესაძლებელი უვიზოდ ჩასვლა.

მაგალითისთვის, სომხეთი რეიტინგში 78-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი 73-ზე.

რეიტინგს ლიდერობს იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და გერმანია. ამ ქვეყნების პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 189 ქვეყანაშია შესაძლებელი.