საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში, სადაც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მსჯელობენ, დაპირისპირება იყო.

პარლამენტში დეპუტატებს, დავით ჭიჭინაძესა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის შელაპარაკება მოხდა. დავით ჭიჭინაძე სიტყვით გამოდიოდა, მას ერთ-ერთმა დეპუტატმა რეპლიკით მიმართა, რის შემდეგაც ჭიჭინაძემ მიკროფონი მოგლიჯა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მანდატურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

ვითარება მალევე განიმუხტა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის პროცესში ასეთი პირადული შელაპარაკებების მომსწრე ვართ დარბაზში. ვინც ეცდება, რომ ხელი შეუშალოს საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული აქტების განხილვის პროცესს, დატოვებს დარბაზს კენჭისყრის დასრულებამდე“, – ასე შეაფასა მომხდარი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.